Afleveringen
-
მახსოვს, რომ 21 ნოემბერი იყო, როცა მივიღე იბოგა, რომელმაც არჩევანის თავისუფლება დამიბრუნა — გვიყვება ადიქტოლოგი დათო სუბელიანი, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა სხვადასხვა ადიქციას, ახლა კი დამოკიდებულებისაგან თავისუფალია.
იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება. იბოგაინი ეფექტურია ნივთიერებებზე დამოკიდებულების, პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობების, პარკინსონისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ.
სიმშვიდის ლაბორატორიის ეს ეპიზოდი პასუხს რამდენიმე კითხვას სცემს: როგორ მივხვდეთ, რომ პრობლემა გვაქვს, რა შეუძლიათ გააკეთონ ახლობლებს ასეთ დროს და რა მეთოდები არსებობს ადიქციისგან გასათავისუფლებლად საქართველოში.
-
ამ ეპიზოდში ნინიკო და ანინა დოდი ხარხელთან ერთად საუბრობენ პოსტპარტუმ დეპრესიაზე: დოდი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მსმენელებს და ყვება, როგორი რთულია პოსტპარტუმ დეპრესიასთან გამკლავება, მაშინაც კი, როცა იცი, რომ სწორედ ეგ გჭირს.
პოსტპარტუმ დეპრესია ქალების 12-20%-ს ემართება და ჯერაც საკმაოდ ტაბუდადებული თემაა. -
Zijn er afleveringen die ontbreken?
-
სიმშვიდის ლაბორატორიის ამ სერიაში ვსაუბრობთ სოციალური მედიის გავლენაზე ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე: ვის და რატომ ვადარებთ თავებს და რატომ განვიცდით, რომ სოციალური მედიისთვის საკმარისად კარგები არ ვართ? პარალელურად, ტიკტოკსაც გადავწვდით და On.ge-ის ქომიუნითი მენეჯერთან, გაბისთან ერთად ვიტიკტიკეთ ტიკტოკზე (ხო მაგრა ჩავახუჭუჭეთ ესა?!)
-
მიჯაჭვულობის სტილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ლამის პირველივე წელს წყდება, დიდობაში ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს. რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი მარტივად პოულობს სიყვარულს, ზოგი კი ერთი მეორეზე ცუდ პარტნიორს ირჩევს? (ასევე გაიგეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებიან პოდკასტის წამყვანები)
მიჯაჭვულობის თეორიის შესახებ: https://youtu.be/WjOowWxOXCg @Sprouts
-
რას გვასწავლიან და ვერ გვასწავლიან ცნობილი სერიალები მენტალური ჯანმრთელობის შესახებ? ამ ეპიზოდში წამყვანები საუბრობენ ბოჯეკ ჰორსმენზე, Girls-ზე, Jessica Jones-ზე, Crazy Ex-Girlfriend-ზე, Sex Education-ზე და განიხილავენ, რომელი სერიალი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ პერსონაჟების მენტალურ მდგომარეობას.
-
სიმშვიდის ლაბორატორიის ამ ეპიზოდში წამყვანები სტუმართან, სთენდაფ-კომიკოს ანა სიხარულიძესთან საუბრობენ დაბალ თვითშეფასებაზე და იუმორზე, როგორც ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების მეთოდზე.
-
შფოთვის "მექანიზმი" იმისთვის შეიქმნა, რომ საფრთხეებისგან დაგვიცვას და რესურსების მობილიზებაში დაგვეხმაროს. როცა ანტილოპა ხარ და მტაცებელს გაურბიხარ, კარგია, თუ გული გიჩქარდება, ფოკუსი გივიწროვდება და სუნთქვა გიხშირდება. თუმცა რა უნდა ვქნათ, როცა იგივე მექანიზმი იპოთეკურ სესხზე ან მოახლოებულ შეხვედრაზე ფიქრისას გვიაქტიურდება? რატომ ვშფოთავთ და როგორ შეიძლება, ნაკლები ვიშფოთოთ. ამ თემაზე წამყვანები ფსიქოლოგ ანა ღვინიანიძესთან ერთად საუბრობენ.
-
სიმშვიდის ლაბორატორია ყოველკვირეული პოდკასტია, სადაც წამყვანები, ანინა ტეფნაძე და ნინიკო ლეკიშვილი საუბრობენ მენტალურ ჯანმრთელობაზე. პირველი ეპიზოდი პანდემიისას გამწვავებულ პრობლემებს ეხება