სიზმარა პოდკასტს ძალიან უყვარს მძინარა ადამიანები. მათ გარეშე სიზმარა პოდკასტი ვერ იარსებებდა. ამიტომაც თვალები სულ ვარსკვლავებივით უბრწყინდება, როცა ხედავს მძინარა ადამიანები როგორ მოაღებენ ხოლმე პირს უდიდესი მთქნარებით და სიზმრების უცნაურ სამყაროებში გადასახტომად ემზადებიან. მერე სიზმარა პოდკასტში მოდიან და თავიანთ გასაგიჟებელ სიზმრებს დაუსრულებლად ყვებიან.