Afleveringen
-
,,ქვიარ ფემინისტი ქალები“ გეპატიჟებით ყველაზე აქტივისტურ და ყველაზე ფემინისტურ სთენდაფზე” - ამ ტექსტით შემომხვდა ღონისძიება ფეისბუკზე და ამ პოდკასტში გიყვებით, რა ვნახე და მოვისმინე იმ საღამოს გამართულ სთენდაფშოუზე, სადაც 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყვებოდა თავის ამბებს.
-
ამ პოდკასტში ვყვებით ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე აფხაზეთისა და უკრაინის ომებში და ვცდილობთ გავიგოთ რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლებისთვის სამართლის აღდგენა; Spotify-ზე პოდკასტის ბმულის სანახავად ჩამოშალეთ "მეტის ნახვა".
-
Zijn er afleveringen die ontbreken?
-
კინემატოგრაფები კინოცენტრს ერთი წელია ბოიკოტს უცხადებენ და ბოლო დროს პროტესტის გამოსახატად ხელოვნური ინტელექტი დაიხმარეს - AI-ს სატირული სამღერები დააწერინეს.
-
თითქმის ყოველ მეორე კვირას ვიღაცას აკავებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან შანტაჟის ბრალდებით. დანაშაულის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან. საქართველოში ამ დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული 84-ის.
-
აქვს თუ არა ცხოველს უფლება და თუ კი, რომელს და როგორი? ეს მხოლოდ შინაური, ე.წ. კომპანიონი ცხოველების პრივილეგიაა თუ სხვებზეც უნდა ვიფიქროთ? რა განსხვავებაა უფლებასა და კეთილდღეობას შორის?
-
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საჯაროდ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. ამ სერიაში მოისმენთ, როგორ და რატომ გადაწყვიტეს ამ ქალებმა იმ ამბების გახსენება, რომლის დავიწყებასაც წლების განმავლობაში ბეჯითად ცდილობდნენ.
-
„შეხვედრა“ აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ ენაზე გამოსული პირველი ქართულ-აფხაზური პროზაული კრებულია, რომელშიც ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების მოთხრობები გაერთიანდა.
-
15 წლის თეკლას ტრაგიკულ ამბავს ნინო თარხნიშვილი აშუქებდა. ამ პოდკასტის პირველ ეპიზოდში ის მოგიყვებათ, თუ რა გაარკვია და როგორ...